პლენარული სხდომა გადაიდო – პარლამენტში, დღესაც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

  •  

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამო, რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა.

აღნიშნულის გამო, პლენარული სხდომა დღეს აღარ გაგრძელდება. ასევე გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება.

„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის” ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

მსგავსი თემები