სოციალურ ქსელში ვრცელდება 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო, სადაც ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100 ლარიანებს ურიგებს.
ბერმა ნიკოლოზმა წლებია საკუთარი მრევლის აღიარება მოიპოვა, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მას არ აღიარებს. ბერს მღვდელმსახურება 20 წლის წინ შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი სასულიერო სწავლება გახდა.
საზოგადოების მცირე ნაწილი ნიკოლოზ მაქარაშვილს “ერის გადამრჩენელს” და ამ საუკუნეში მცხოვრებ “ნამდვილ წმინდანს” უწოდებს. მრევლის ნაწილი, რომელიც თავს ბერი ნიკოლოზის სულიერ შვილებად მიიჩნევს.