„მიშა მაგარიამ“ საპროტესტო მუხტს დიდი ზიანი მიაყენა“ – ზაზა ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომდგენელი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ რამდენჯერაც აქციის მონაწილეები „მიშა მაგარიას“ ჩართავენ, მათ მხარდამჭერები მოაკლდებათ. ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა რომ პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია.

„პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ქართული საზოგადოების დაკვეთა არ არის. დესტრუქციული ქმედებები არ არის პროდუქტიული და პიკეტირების შემთხვევაში, თუკი დეპუტატებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება,  პოლიცია კანონის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. ვთვლი, არც საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები, ამ პროცესს წინ არ აღუდგებიან“ – ეს განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.  

მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესებში „ნაციონალური მოძროაბის“ ინტერესები იკვეთება.

„კანონი არის კანონი და ის ყველამ უნდა დაიცვას. ამ ვითარებაში, იკვეთება ერთი კონკრეტული ძალის “ნაციონალური მოძრაობის” სტილი. სხვა, კონსტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირეს თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კონსტრუქციულ ფარგლებში დარჩებიან.  კასრებში ცეცხლის დანთება და მსგავსი ქმედებები შედეგებზე ორიენტირებული არ არის.  მით უმეტეს, გუშინ „მიშა მაგარიას“ ჩართვით, ამ საპროტესტო მუხტს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს. მსგავსი ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ კომფორტის შექმნას უფრო ჰგავს“ – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”, რომელმაც როგორც მმართველი გუნდი, ისე პოლიტიკური თანამდებობა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვა.   

მსგავსი თემები