„სირცხვილია, ეს სიკვდილის ინდუსტრიაა“ – მერმა, აზარტულ თამაშებში „პორშე“ მოიგო

ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ “ლიდერბეთის” გათამაშებაში, „პორშეს“ მარკის ავტომობილი მოიგო. მერის აზარტულ თამაშებში ჩართვას პარლამენტის დეპუტატმა სამარცხვინო უწოდა და სხდომა დატოვა.

“მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო “პორშეს” მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე. სანამ ეს სივრცე-ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცეები მოხდება ჩვენს ქვეყანაში” – განაცხდა   პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მერმა აზარტულ თამაშებში ავტომანქანა გუშინ მოიგო. მას რომ 48 ბილეთი ჰქონდა შეძენილი.

“ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს. ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი დეკლარაცია, რა მაქვს და რა გამაჩნია, მე საკუთარი მანქანაც კი არ მყავს” – აცხადებს ამბროლაურის მოგებული მერი.

მსგავსი თემები