კიევის მერის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე მიიღეს

უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ახალი შეიარაღების მიღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლიჩკო აცხადებს, საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა კიევში უკვე ჩაიტანეს.

„თათბირი გაიმართა ჩვენს სამხედროებთან, სადაც მე აქცენტი გავაკეთე, რომ ენერგომომარაგების ობიექტები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ამას ყურადღება მიაქციეს. სამხედროებმა დამარწმუნეს, რომ საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა დედაქალაქში და ცა უფრო დაცული იქნება. იმედი მაქვს, რომ კამიკაძე-დრონით და რაკეტებით თავდასხმები და პროვოკაციები აღარ იქნება, თავის დაცვას უკეთესად შევძლებთ”, – აღნიშნა კლიჩკომ.

 

მსგავსი თემები