„ვირუსების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არ გვაქვს“ – პაატა იმნაძე

  •  

„დიდი ალბათობით,  მშვიდი სეზონი გვექნება“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და სეზონური ვირუსებს მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„ამ ეტაპისთვის, მეთვალყურეობას ვახორციელებთ 15 სხვადასხვა ტიპის  ვირუსზე. როგორც კი აცივდება, ვირუსების მატება დაიწყება. საპანიკო სიტუაცია არ გვაქვს და არც ზამთრისთვის ველოდებით პანიკას, რადგანაც, სამხრეთ ნახევარსფეროში ვირუსების სეზონი უკვე დამთავრდა“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი ინფორმაციით,  სერიოზული მატება  ნოემბრიდან დაიწყება: „ვირუსების მატება  ნოემბრის ბოლოს იწყება. დეკემბრის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება,  მერე ისევ ჩაწყნარდება და თებერვლის ბოლოს ისევ მოიმატოს. მეზობლად სიწყნარეა და არანაირი ახალი ვირუსის საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენთან რომ ზაფხულია სამხრეთ ნახევარ სფეროში ზამთარია. იქ ახლა სეზონი მთავრდება. იქ, 60%-ში  წამყვანი A ტიპის ვირუსები, 40%-ში B ტიპის ვირუსები“.

პაატა იმნაძემ გრიპის ვირუსის ვაქცინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველოში 3 კომპონენტიანი აცრები უკვე შემოტანილია და სახელმწიფო პროგრამით, 100 000 ადამიანი უფასოდ აიცრება.

მსგავსი თემები