„აირზენას“ სახელმწიფოსგან ფული არ მიუღია” – თამაზ გაიაშვილი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას ტყუილს უწოდებს

  •  

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი უარყოფს და ტყუილს უწოდებს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ნათია თურნავასგან განმარტებები მოითხოვა.

„რატომ გამოუყავით მილიონ ორასი ათასი ევრო „აირზენას“? შეგიძლიათ ადამიანურ ენაზე აგვიხსნათ. „აირზენას“ ზაფხულის პერიოდში „ბორტები“ ყველა მიმართულებით გადავსებული ჰქონდა, ვის გამოუყავით თანხა, ვინ დააფინანსეთ ქალბატონო ნათელა? – ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.

როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის მათ ჰქონდათ მოთხოვნილი თანხა, რუსული ემბარგოს მიერ გამოწვეული ზარალის გამო, კომპანიას არცერთი თეთრი არ მიუღია. მისი თქმით, მთავრობამ ავია კომპანია „რაინეარს“ 32 მილიონი, ხოლო „ვიზეარს“ 20 მილიონი ლარი მისცა.

„აირზენასთვის“ ფული არ მიუციათ. 32 მილიონი მისცეს „რაინეარს“. „აირზენასთვის“ ფული არ მოიუციათ ტყული ამბავია, სრული ბლეფია. ერთი ცენტი არ მიუციათ „აირზენასთვის“. ჩვენ მოთხოვნილი გვქონდა 25 მილიონი. რუსული ემბარგოს გამო, დავზარალდით. 40 ათას კაცს დავუბრუნეთ ბილეთის თანხა. რუსეთმა, რუსულ კომპანიებს აუნაზღაურა ზარალი. ჩვენ, სახელმწიფოსგან ვითხოვდით, რომ შეღავათი გვქონოდა“ – განუცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები