2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა

  •  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები