მოკლული სარალიძის საქმეზე  პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 პროკურატურისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  ხორავას ქუჩაზე მომხდარ  მკვლელობასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი და გაურკვეველია. შესაბამისად, პროკურატურა სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საქმის პროკურორი მარიკა გოგოხია აცხადებს, მათ განჩინების სრული ნაწილი ჯერ არ უნახავთ. სარეზოლუციო ნაწილი კი დაუსაბუთებელია.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა განაჩენის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულთა ბრალეულობის საკითხსა და შესაბამის კვალიფიკაციას. განაჩენი გახლავთ გამამტყუნებელი სახის. ერთი ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მეორე ბრალდებული კი 19/109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 13-დან17 წლამდე ვადით.  თუმცა, ვინაიდან ორივე არასრულწლოვანია, მათ სასჯელი ¼-ით შეუმცირდებათ. რაც შეეხედა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციასთან მიმართებით, ჩვენ არ ვეთანხმებით. ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. მოგვიანებით გადმოგვეცემა სასამართლოს სრული განაჩენი. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ აუცილებლად გასაჩივრდება“ – აცხადებს საქმის პროკურორი მარიკა გოგოხია.

მსგავსი თემები