ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ საზღვარს რამდენიმე დღით კეტავს. მიზეზი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები