შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში სულ 20 273 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავარიას 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3708 კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში – 12 227, ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი კი გურიაშია – სულ 224 შემთხვევა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 17,544 შემთხვევა შეადგინა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 2729 შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 9,047.