“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივეა გასაკეთებელი” – სააკაშვილი

“მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე არის ევროპაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც ქართველ ხალხს ახალ რეფორმებს სთავაზობს.

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს რიგი გადასახადები და შეიქმნას მცირე ზომის მთავრობა და მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა.

სააკაშვილის განმარტებით, ყველა მსუბუქი, ეკონომიკური და მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებითა და
ციხეების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ ალტერნატიულ საშუალებას, რესოციალიზაციას, ამიტომ ადამიანები ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები და ძალიან შეზღუდული რაოდენობის დამნაშავეები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. საქართველოში გაიზარდა სხვა თაობა, მაგარი განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ფლობით. ამ ხალხთან ერთად შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში. საქართველოში ქართველები იქნებიან ბედნიერები და საქართველოდან წასული ქართველები დაბრუნდებიან უკან. ყველა უნდა გავერთიანდეთ. დავდგეთ ერთად და ერთად დავძლიოთ წყვდიადი. საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები