“საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე” – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

“საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე,” – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების მიმართ. ზახარიევა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა დაანახონ. 

„კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი. 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების”, – განაცხადა ზახარიევამ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა იმოქმედონ, რომ ახალგაზრდებს დაანახონ მეტი პერსპექტივა.

“მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს  ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ – განაცხადა ეკატერინა ზახარიევამ.

მსგავსი თემები