“გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ” – ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს

  •  

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნათელაშვილის განცხადებით, ეს პროვოკაციაა და ფიქრობს, რომ “ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდა, რათა ეს მარში ჩატარდეს”.

„მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს. ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

“თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ “ღირსების მარში” გაიმართება.

მსგავსი თემები