„არსებობს რეალური საფრთხე, რუსეთმა საქართველოში ჯარი შემოიყვანოს“ – გიორგი ლომია    

  •  

პარლამენტის წევრის, გიორგი ლომიას განცხადებით, რუსეთთან მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, რაც ომის წინაპირობის საფრთხეს ქმნის. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  რუსეთმა, შეიძლება, გავრილოვის ინციდენტი სათავისოდ გამოიყენოს.

„რუსეთმა, შეიძლება, გამოიყენოს გავრილოვის ინციდენტი იმისთვის, რომ შემოიყვანოს ჯარი და აქედან დაეხმაროს თუნდაც ირანს. ეს არის ვარაუდი, რადგან გავრილოვის ინციდენტი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამ ყველაფერს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ხელისუფლებისგან. თუ ისინი ამ ყველაფერს გაუაზრებლად აკეთებდნენ, უნდა წავიდნენ სახლში, ვინაიდან არ გაეგებათ არაფერი ხელისუფლების და თუ გააზრებულად აკეთებდნენ, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მის დაგეგმაში და მის ჩამოყვანაში მონაწილეობდა“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი ლომიამ.

როგორც გიორგი ლომიამ ანიშნა, ის, რაც 20 ივნისს საქართველოშ მოხდა, ეს გავრილოვის შეურაცხყოფა კი არა, მთლიანი ქვეყნის, რუსეთის შეურაცხყოფაა, რასაც ეს ქვეყანა ასე არ დატოვებს.

მსგავსი თემები