მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის “საჩინო” რესტავრირდება

  •  

მეფე ერეკლე II-ის  მეუღლის – დარეჯან დედოფლის  სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი, აღდგება ერეკლე მეფის აბანო და  გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სასახლის გალავანი იშლება, რომელსაც მიწისქვეშა წყალი აზიანებს.  

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა და არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ. მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი  განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ს ა ჩ ი ნ ო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მეფე ერეკლე II-ის მეუღლის – დარეჯან დედოფლის სასახლე, აშენებულია 1776 წელს, რომელიც  თბილისის ძველ უბანში ისანში მდებარეობს. დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე ღვინის აღმართის (სირაჯხანის) თავში. კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით. წყობაში ფენებად  აგურია დატანებული. ზემოთ კოშკს გარს უვლის ხის მოხდენილი აივანი. ამავე პერიოდშია აშენებული სასახლის კარის ეკლესიაც.

მსგავსი თემები