„პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია“ – გიორგი ვოლსკი

  •  

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებთან შეთანხმების შესაძლებლობას ვერ ხედავს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვისი ინტერესიც დესტაბილიზაციაა, შეთანხმება არ გამოვა.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შკი ეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება უკვე შედგა.

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმესაკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები