ენერგეტიკოსები 19 აპრილს მასშტაბური გამოსვლებისთვის ემზადებიან – 5 პუნქტიანი მოთხოვნა

  •  

ენერგეტიკოსთა წარმომადგენლებმა 5 პუნქტისაგან შემდგარი მოთხოვნები „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ 19 აპრილიდან მასშტაბურ გამოსვლებს იწყებენ.

“საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩოხელმა ენერეგიტის სექტოში დასაქმებული ადამიანების სახელით ისაბრეს. მათი განცხდადებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში, სადაც ექვსი ათასამდე მუშახელია დასაქმებულია, ღირსეული შრომის პირობები არ არსებობს.

„ჩვენი მოთხოვნები 5 პუნქტისგან შედგება: პირველი არის ხელფასების 50% -იანი ზრდა. დაბალი ანაზღაურების გამო, პროფესიონალი კადრების გადინება ხდება. აღნიშნულის საფუძველია საქართველოს ენერგოსექტორის მონათესავე საწარმოებში არსებულ ხელფასებთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა და „ენერგო-პრო“ ჯგუფში შემავალი ენერგოობიექტების ხელფასებთან რადიკალური უთანასწორობა.

კომპანიის ფინანსური სტაბილურობა და ყოველწლიურად მზარდი შემოსავალი, სახელფასო ფონდის არასამართლიანი გადანაწილება მაღალ მენეჯმენტსა და საშუალო და დაბალი რგოლის დასაქმებულებს შორის; სახელფასო ფონდის – 77 მლნ.ლარის 80% 6 000 დასაქმებულს, ხოლო 20 % კი საკვანძო ადმინისტრაციულ პერსონალს – 30 კაცს.

ამასთან ერთად, ენერგო-პროს შემოსვლიდან დღემდე, ტექნიკური პერსონალის სამუშაო მოცულობა მინიმუმ გაორმაგებულია“ – აღნიშნა ამირან ზენაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია და 2018 წელს 11 ადამიანი დაიღუპა.

„შემდეგი პრობლემაა უბედური შემთხვევების ზრდა სამუშაო ადგილებზე (2018 წელს 11 გარდაცვლილი); ასევე, ეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მკვდარი მექანიზმი; „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმა „დამსაქმებელმა“ დაარეგულირა შინაგანაწესით და თავს მოახვია „დასაქმებულებს“. ზეგანაკვეთური ნამუშევრის ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, მათ განუსაზღვრა დამატებით დასვენების დღის მიცემა, მაშინ, როდესაც, ტექნიკური პერსონალის უმრავლესობა ვერ სარგებლობს კუთვნილი შვებულებითაც კი სამუშაოს გაზრდილი მოცულობისა და საშტატო დეფიციტის გამო. დასაქმებულებს წართმეული აქვთ უფლება მოთხოვონ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ფულადი ანაზღაურება“ – აღნიშნა „ზენაიშვილმა“ მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები