სოფელ აძვის მკვიდრი, 2 ადამიანი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ აძვიდან, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ორივე დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

მსგავსი თემები