„პატარაა საქართველო და გავლენას ვერ ვახდენთ ვერაფერზე, ტყუილად ნუ ხარჯავენ თავიანთ ენერგიას“ – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელიმედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ, მათ, ვისაც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ რამე პროტესტი გააჩნიათ, დადგნენ ტროტუარზე და აწიონ პლაკატები.

„6 000 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან. აბა რას უნდა ველოდეთ ის ხალხი, რომელსაც საქარველოში ნორმალური ცხოვრება გვინდა. ეს ხალხი თავიანთ ხელფასს ამართლებს. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატია მე ასე მესმის – მე მათ აზრს პატივს ვცემ და იმათ ჩემს აზრს უნდა სცენ პატივი. თუ რამე პროტესტი აქვთ, დადგნენ ტროტუარზე და აწიონ პლაკატი. შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. ამისთვის კი მთავრობამ უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს. სხვა შემთხვევაში, არც ტურისტი ჩამოვა ჩვენთან და ქართველ მოსახლეობას შორისაც შესაძლებელია დაპირისპირება. ვინმე რომ შემხვდეს და შემაგინოს, იმას ხომ ცუდად წაუვა საქმე. პატარაა საქართველო და გავლენას ვერ ვახდენთ ვერაფერზე. ტყუილად ნუ ხარჯავენ თავიანთ ენერგიას“ – განაცხადა თამაზ გაიაშვილმამედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები