„ზელენსკი დაგვცინოდა, დამტვრეული ტანკები მივყდეთო“ – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ როცა საქართველოში ომი იყო, უკრაინას ჩვენთვის დახმარება არ გაუწევია.

კითხვაზე, პოლიტიკურად რამდენად გაამართლა გადაწყვეტილებამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მან მედიაცენტრ მთავარს“ ასე უპასუხა:

თამაზ გაიაშვილი: პოლიტიკურად, რაც ქართველი ხალხისთვის კარგია და საქართველოს ინტერესებში შედის, ყველაფერი კარგია. ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. 2008 წელს ჩვენთან რომ იყო ომი, უკრაინელებს ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევიათ. პირიქით, ზელენსკი დაგვცინოდა, რომ დამტვრეული ტანკები მივყიდეთო“.

ინტერვიუს სრული ვერსია „მედიაცენტრ მთავარზე“ დღეს გამოქვეყნდება.

 

მსგავსი თემები