უმრავლესობა ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ორი ადგილი თავისუფალია. ვაკანტურ პოზიციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს და აცხადებს, რომ ორი არამოსამართლე წევრის შერჩევა კონსესუსის საფუძველზე უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და უმრავლესობა არანაირ კომპრომისზე თი შეთანხმებაზე აპირებს წასვლას და ეს მათ არაერთგზის გამოსცადეს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი აცხადებს, რომ  მოლაპარაკებებში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან,  თუ დასახელებული იქნებიან ახალი კანდიდატები და პროცესი სულ თავიდან დაიწყება.

“კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, თუმცა, არ შეიძლება დავამახინჯოთ თვითონ არსი კონსულტაციების და გავხადოთ ვაჭრობის საგანი. მათი რეალური საგანი არცერთ შემთხვევაში არ არის – ხელი შეუწყონ ამ პროცესს, მათი ამოცანაა ჩაშალონ, იმიტომ რომ არცერთი კანდიდატი არ ჰყოლიათ, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლებოდა კონსენსუსი,” – აცხადებს მმართველი გუნდის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე.

 

მსგავსი თემები