„მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან…?“ – ფადი ასლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან თანაცხოვრებასათან დაკავშირებით საზოგადოების მასობრივი პროტესტი გრძელდება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს:  მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“ – ეს განცხადება ფადი ასლიმ გუშინ გააკეთა.

მის აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ და კატეგორიულად დაგმეს მსგავსი პოზიცია.

 

მსგავსი თემები