მომხმარებლებს ყველზე მეტი თანხა ელექტროენერგიაზე ჩამოეწერათ – 103 000 ლარამდე

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით, ენერგოომბუდსმენის აპარატში  12 000-მდე განაცხადი შევიდა. როგოც ემერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საჩივრები ძირითადად ზედმეტად დარიცხულ გადასახადებს ეხებოდა.

„სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგვმართა 12 ათასამდე დაინტერესებულმა პირმა. დამცველის ინიციატივით დაწყებული საქმისწარმოება დაიწყო 18 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე და ძირითადად მოიცავს შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს კომუნალური საწარმოების მიმართ. სამსახურში რეგისტრირებული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 3513. მათ შორის ახალი განცხადებების რაოდენობაა – 1506.

სექტორის მიხედვით 2022 წელს საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა:  წყალმომარაგება – 399; ელექტროენერგეტიკა – 948; ბუნებრივი გაზი – 159. რაც შეეხება ჩამოწერილ თანხებს ელექროენერგიის სექტროში 103,500 ლარამდეა, წყალმომარაგებაში – 78,000 ლარამდე, ბუნებრივი აირის სექტორში კი 78,000 ლარამდე“ – გააცხადა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავართან“.

მთლიანობაში,  მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერა განხორციელდა კომპანიების მიმართ გაგზავნილი დამცველის რეკომენდაციებით, აგრეთვე დამცველის შუამდგომლობებით მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

2022 წელს მომხმარებელთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხის ჯამური მაჩვენებელი კი 248 ათას ლარამდე შეადგენს.

 

მსგავსი თემები