,,ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

 ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა.

 მისი თქმით, რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას,  ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს.

„ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური.

მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელს მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო,  ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ  კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები