ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

მაშველებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რის შედეგადაც რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია  შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ჩერკასის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

„მოცემული მომენტისთვის გვყავს რუსების მიერ მოკლული უმანის 17 მშვიდობიანი მცხოვრები. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – წერს ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი „ტელეგრამში“.

მსგავსი თემები