საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. კატრინ კოლონა ვიზიტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყებს.

ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში,რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები