“რადგან ცოტნესთან მეუღლე შეუშვეს, მანანა გამსახურდია 2 დღე არ მისულა“ – მეუღლე და დედა ცოტნე გამსახურდიას იყოფენ

თურქეთის კლინიკაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე, ოჯახური კონფლიქტი  შედარებით მოგვარებულია, თუმცა, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, მას მორიგი სიურპრიზი ისევ დაახვედრონ და მეუღლესთან ყოფნა ისევ შუზღუდონ.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და დოკუმენტებიც წარმოადგინა, რა სამართლებრივი გზის გავლა მოუწიათ, რომ ცოტნესთან პალატაში მისი მეუღლე  შეეშვათ.

„შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ის პრობლემები გაგვესაჯაროვებინა, რაც ცოტნეს ნახვასთან დაკავშირებით ხდებოდა. როგორც კი სამართლებრივ დავას მოვრჩით და პრობლემა გარეთ გამოვიტანეთ, ანა ჯაბაურთან მიმართებაში კლინიკამ შეზღუდვა მოხსნა და ის მეუღლის სანახავად დაუშვეს. რაც შეეხება ანას შეზღუდვის მიზეზს, ჰოსპიტალისგან მოწოდებული ინფორმაციით, მათ შეატყობინეს ქალბატონ მანანას, რომ აღარ არსებობდა ქალბატონი ანას წინაღობის იურიდიული საფუძველი და ის მეუღლესთან უნდა დაეშვათ. ქალბატონ მანანაც მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციას წინააღმდეგობა მოჰყვა და განაცხადა, თუ ანა შევიდოდა ცოტნესთან, ის კლინიკაში საერთოდ არ მოვიდოდა. ასე გაგრძელდა 2 დღე, ის კლინიკაში მართლაც არ მისულა, თუმცა, მერე ისევ გამოჩნდა“.

რაც შეეხება ამ ეტაპისთვის არსებულ ვითარებას, კლინიკასთან შეთანხმების შედეგად, ანა ჯაბაურს გამოყოფილი აქვს მეუღლესთან ყოფნის დრო და ამ პერიოდს ატარებს მასთან და ანალოგიურად მანანა გამსახურდიასაც.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია რომ ანა ჯაბაურს მეუღლესთან არ უშვებდნენ, რამდენიმე დღის უკან გასაჯაროვდა. ანა ჯაბაურს სამართლებრივი დავა მოუწია, რომ მეუღლის ნახვისთვის მიეღწია.    

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.


მსგავსი თემები