რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან 10 ნორვეგიელ დიპლომატს აძევებს. რუსეთში ნორვეგიის ელჩი რობერტ კვილე ოთხშაბათს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა ეცნობებინათ საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ.

საგარეო უწყებაში ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებენ, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ნორვეგიამ 15 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

„ნორვეგიის ელჩს ასევე უთხრეს, რომ სხვა ზომები მოჰყვება, ოსლოს არამეგობრულ ქმედებებს, მათ შორის შეზღუდვების დაწესება ნორვეგიის დიპლომატიური მისიების მიერ ადგილობრივად მიღებული პერსონალის რუსეთის მოქალაქეთა დაქირავებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები