,,რთული პროცესია, რომ წამალი რეგულირებული და დამტკიცებული იყოს საქართველოში”- ჯანმო-ს წარმომადგენელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც აქონდროპლაზიას ეხედოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ მედიკამენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია შეზღუდულია.

,,სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მსოფლიოშიც კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია შეზღუდულია. რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში და ამისათვის რამდენიმე ნაბიჯია გასასვლელი, ყოველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ამ პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა და სხვა ბევრი მონაცემი იქნება ამისათვის საჭირო,”- აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

მისივე თქმით, პროცესი, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი იყოს.

,,როგორც ითქვა, ის ფაქტი, რომ ეს პრეპარატი იქნება აღიარებული და მიღებული ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს, რომ უცბად იქნება შესაძლებელი, იყოს ადგილზე და იყოს ხელმისაწვდომი და იყოს ანაზღაურებადი, ეს დანარჩენ სამუშაოსაც მოითხოვს”, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები