,,რუსეთის შეჩერება შესაძლებელია, ჩვენი იარაღით და სანქციებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. შეჩერება ფრონტზე, ჩვენი მეომრების ძალისხმევით, ჩვენი იარაღით და კანონის ძალით, ანუ სანქციებით, რომლებიც მუდმივად უნდა ძლიერდებოდეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ.

,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ სფეროები, რომლებზეც ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რომ უზრუნველვყოთ მსოფლიოში მეტი სტაბილურობა. ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, გლობალური ურთიერთობებიდან სრული ჩამოშორებით. ეს დოკუმენტი იქნება მსოფლიოს ყველა წამყვანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, ბირთვული ინდუსტრიის და აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს.

მსგავსი თემები