,,ლოგიკურია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ გავრცელდეს სანქციები”- თამარ კორძაია

,,სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას ამ ქვეყანაში,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლოგიკურია,  ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ გავრცელდეს სანქციები.

,,კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ განხორციელებული სანქციების შემდეგ სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას ამ ქვეყანაში, შესაბამისად, კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ კონკრეტული პირების მიმართ, გავრცელდეს მსგავსი სანქციები. საუბარია საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე, საუბარია ფრაქციის თავმჯდომარეზე,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთივის, გასულ კვირას, “ქართულმა ოცნებამ” სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია, ჩააგდო კვორუმი და დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არ გავიდა.

 

მსგავსი თემები