,,არ გეგონოთ, რომ დავეცემით! პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით!”- მშობლები მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან

,,მე არ გავნცვიფრებულვარ ამ პასუხით, არ გეგონოთ, რომ დავეცემით! პირიქით, უფრო გავძლიერდებით, არ გავჩერდებით! ბატონო პრემიერო, მე არ ვთლი ამ პასუხს უარად, მაგრამ ვთლი უღირსად თავს,”- ამის შესახებ  აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.

მშობელი მედიკამენტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

,,როგორ გგონიათ, ჩვენ, მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ისინი თანაგრძნობას გვიცხადებენ. მოდით გადავიდეთ იმ ნაწილზე, რატომ უსმენთ? რატომ ჩვენ არ გვისმენთ? რატომ იმ ექიმებს არ უსმენთ, ჩვენი შვილების მკურნალ ექიმებს, რომლებიც უალესი გაიდლაინების საფუძველზე საუბრობენ?- განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

მსგავსი თემები