,,შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კონკრეტულ მონაკვეთებზე კი ასფალტია ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარი. ასევე,
გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების გამოყოფა. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. მესმის, რომ არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოებაშეუძლებელია.

შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ არის ხმაური და კომპანიებს ღამის საათებში უწევთ მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავისი
გამწვანებით, კეთილმოწყობის სამუშაოებით და ა.შ. სრულად მომავალი წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გაცილებით ადრე მორჩება. 12 ადგილია, სადაც სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამ დროისთვის, გამზირზე პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები