,,უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი”- მინისტრი სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემაზე

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდება.

მისი თქმით,  სამინისტროში შეტანილია განაცხადი პოლონელი ექიმებისთვის მუშაობის უფლების მიცემის შესახებ, თუმცა  მას თან არ ახლავს დოკუმენტაცია.

,,არის მხოლოდ განაცხადი შემოტანილი, სადაც ითხოვენ ქვეყანაში ექიმების გრძელვადიანად მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არცთუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, დოკუმენტაცია არ ახლდა განაცხადს თან”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები