დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, სადგომზე მხოლოდ ერთი, უცხოური კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი იდგა, რომელიც ტურისტებს ემსახურება.

ბახმაროში ამ მომენტისთვის თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს.

მსგავსი თემები