,,სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა”- გიორგი ვაშაძე

,,ვფიქრობ, ხვალ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს და პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას არ დაესწრება.

,,ალბათ, არ დავესწრები ამ სხდომას, დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება მაქვს. ისეთი წესები გააკეთეს, მე გამოსვლის უფლება არ მექნება და მოსმენით ტელევიზიითაც მოვუსმენთ. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები