,,სააკაშვილს ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას”- ალუდა ღუდუშაური

,,სააკაშვილს ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მალე მიიღებს სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის.

,,მას ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას, მიიღოს ეს რეალობა და რაც უფრო მალე მიიღებს ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ რას ჭამს, რას არ ჭამს, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია. მართლმსაჯულება, რომელიც არის ევროპული მართლსამჯულებით დადასტურებული და მის კისერზე არის ეს, უნდა მიიღოს მან, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები