,,იქ, სადაც არის საბრძოლი, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე”- გიორგი ვაშაძე

,,არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც არის საბრძოლი, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე.

„ეს არის თემატური ბოიკოტი. არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება. ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება. იქ, სადაც არის საბრძოლი, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ არსებითი იხილება, ვიქნებით, სადაც ანტურაჟის შექმნა იქნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას რაღაც ხდება ამ პარლამენტში, არ ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები