,,ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში მიმდინარე მოვლენები”შოკისმომგვრელად” შეაფასეს.

,,შოკისმომგვრელია, ასეთი იყო ტერმინი მათთვის, რაც ხდება საქართველოს პარლამენტის შიგნით. ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ფაქტობრივად ბრძოლა წესების გარეშე. ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან ცხადია და ნათელია ყველა სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, ჩვენი გზავნილი ნამდვილად არის, რომ ქართველ ხალხს ეს შესაძლებლობა არ დავაკარგვინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსულად დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, კოლეგებს პარლამენტში და ყოველდღე ფიზიკური ანგარიშსწორებებია პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები