“ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ” – აბუსერიძის მომხრეები “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

“ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა განაცხადეს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერებმა მედიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. მოგეხსენებათ, 10 მარტს რაგბის კავშირის მორიგი საარჩევნო ყრილობაა ჩანიშნული. აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ

ვეტერანი მორაგბე სიმონ მაისურაძე აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ხვალ საფრანგეთის ორ ქალაქში, პარიზსა და ნიცაში შეიკრიბებიან ქართველი ლეგიონერები და გააპროტესტებენ იმ მდგომარეობას, რაც დღეს რაგბიში ხდება.

სიმონ მაისურაძე ამბოსბ, რომ სიმართლე მათ მხარესაა:

„ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ. რაგბის ოჯახი ამას არ შეეგუება. ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა“- განაცხადეს რაგბისტებმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები