,,შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება”- ანალენა ბერბოკი

,,რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, მოახდინოს იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა შიში, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ.

,,ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომ მოახდინონ იმ საზოგადოებების დესტაბილიზაცია, რომლებიც ევროპულ გზას მიყვებიან. განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინის სამხედრო წარმატება უკრაინაში ისე ვერ რეალიზდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის მიერ მოლდოვასა და საქართველოში გავლენების გაძლიერების მცდელობები იზრდება, და ხელისუფლებები ებრძვიან ნეპოტიზმსა და კორუფციას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ,”– განაცხადა ანალება ბერბოკმა.

 

მსგავსი თემები