მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება შეწყვიტა

მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა. მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო ევროპული მიწოდების უზრუნველყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300 მილიონი ევროს კრედიტის მეშვეობით.

ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს არ მისცემს საშუალებას ბუნებრივი აირის მიწოდება ზეწოლისთვის გამოიყენოს.

,,მოლდოვა აღარ იღებს რუსულ გაზს და არ ითმენს გაზის გიგანტის “გაზპრომის” მიერ დაწესებულ „შანტაჟს“ მიწოდების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით”,- განაცხადა  მინისტრმა.

მსგავსი თემები