სისხლიანი დაპირისპირება ნიუ-იორკის მეტროში – 15 წლის ბიჭმა 14 წლის მოზარდი დაჭრა

ნიუ-იორკის მეტროში 15 წლის ბიჭმა 14 წლის მოზარდს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

შემთხვევა შაბათს დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. არასრულწლოვანს ჭრილობები მუცლის არეში დანით ჰქონდა მიყენებული. 14 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ახლომდებარე  საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

 

მსგავსი თემები