,,უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა”- გიორგი მარგველაშვილი

,,იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა. ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ნათლად უნდა დაინახოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ისე პარტნიორებმა, რომ თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მზად არის ხელისუფლების ცვლილების გეგმა.”

,,ჩემი აზრით, მარტივად უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს გამსხვილება, მიმაჩნია, რომ გამსხვილების ცენტრი უნდა გაჩნდეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ხმა მისცეს ალტერნატივასაც. მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ პარტიებს და მესამე ცენტრს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-მ და მესამე ცენტრმა ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ”, – განაცხადა მარგველაშვილმა პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში”.

მსგავსი თემები