,,ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა, ახლა ადგილზე ქმედებების დროა”- ოლივერ ვარჰეი

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა,”- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგარძელდეს.

„გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი.

ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზურნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოს ექნება ამ პროცესში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მსგავსი თემები