ომის დაწყებიდან 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი დაიღუპა – გაერო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, 2023 წლის 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 734 კი დაშავდა.

მათივე ცნობით,  უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 6 372 ადამიანი დაიღუპა, 11 247 კი დაშავდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 3 762; დაშავდა – 5289 სხვა რეგიონებში: დაიღუპა 2 610 და დაშავდა 5 958.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე: 1,859 დაიღუპა და 2,487 დაშავდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 632; დაშავდა – 2 247. სხვა რეგიონებში: დაიღუპა 1 227; დაშავდა 240.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა დაგვიანდა, ზოგი კი ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

მსგავსი თემები