რუსეთში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ხუმრობის გამო კაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ხუმრობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთში, რიაზანის რეგიონის მაცხოვრებლის წინააღმდეგ. მას  5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნოემბრის დასაწყისში ქალაქ კასიმოვის (რიაზანის რაიონი) მკვიდრმა ვასილი ბოლშაკოვმა VKontakte-ზე გამოაქვეყნა ხუმრობა:

”-სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?

– ვოლოდია, ასე რომ თქვენ თავად ბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისგან და ნაცისტებისაგან,”- დაწერა ბოლშაკოვმა.

ვასილი ბოლშაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსული არმიის “დისკრედიტაციის” მუხლით აღიძრა. თებერვლის შუა რიცხვებში ბოლშაკოვის სახლი გაჩხრიკეს. ბოლშაკოვის მეუღლის თქმით, დაცვის თანამშრომლებმა ჩხრეკისას მის მეუღლეს სცემეს და ხელბორკილები დაადეს. სახლიდან მათ წაიღეს ლეპტოპი და ტელეფონები.

მსგავსი თემები