გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

უწყების ცნობით, რუსეთი იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად უხსნის ცეცხლს დასახლებულ პუნქტებს, რითიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

,,ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები