„ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა“ – აშშ

უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტის მძიმე შეტაკებებსა და დარტყმებთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივანი განცხადებას აკეთებს და უკრაინელ მებრძოლებს ამხნევებს.

„ქალაქი ბახმუტი უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა, ვიდრე ოპერატიულის და მისი დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მებრძოლები ბახმუტიდან დასავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებენ და იქ განლაგდებიან, ეს არ იქნება აღქმული როგორც სტრატეგიული უკან დახევა“ – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

 

მსგავსი თემები